article
International Real Estate Forum in Georgia
Publish date:
09.02.2026

6-8 თებერვალს უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და წამყვანი დეველოპერული კომპანიების - ბიოგრაფი ლივინგის, არქის და ნექსთის თანაორგანიზებით ჩატარდა.
სამდღიან ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორი და უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენელი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, დეველოპერული კომპანიები, თიბისი კაპიტალი, გალტ ენდ თაგარტი და სხვ.
6 და 7 თებერვალს ღონისძიების სტუმრები პრეზენტაციას დაესწრნენ და პანელურ დისკუსიაში ჩაერთნენ, ხოლო 8 თებერვალს “ბიოგრაფი ლივინგის” პროექტებს, “საკენი” და “ჰისნი” ესტუმრნენ.





