პროექტის დეტალური აღწერა ლიბრეტო
ლიბრეტო ბიოგრაფი ლივინგის რიგით მეათე, 15-სართულიანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტია, სადაც თანამედროვე ურბანული ცხოვრების ყველა კომპონენტი და ადგილის უნიკალური იდენტობა ერთ სივრცეშია თავმოყრილი.
პროექტის ქვედა სართულები ეთმობა ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომსა და კომერციულ ფართს, ხოლო 2-დან 15-ე სართულამდე განთავსებულია უმაღლესი სტანდარტის საცხოვრებელი აპარტამენტები.
მდებარეობა
ლიბრეტო მდებარეობს ვაკეში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა N11-ში. პროექტის დასახელება უკავშირდება საოპერო ნაწარმოების ტექსტს - ლიბრეტოს, რაც ხაზს უსვამს უბნისა და დიდი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის მემკვიდრეობას.
პროექტი 15 წუთიანი ქალაქის კონცეფციით არის შექმნილი, რაც მობინადრეებს აძლევს საშუალებას, მაქსიმალურად დაზოგონ დრო და ენერგია, რადგან ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი სერვისები ფეხით სავალ მანძილზეა.
უმაღლესი სტანდარტის არქიტექტურული გადაწყვეტა
პროექტის ლიბრეტო ექსტერიერსა და საფასადე მასალებში თანამედროვე, მინიმალისტური დეტალებია გამოყენებული, რაც პროექტს განსაკუთრებულ იერსახეს სძენს: ვენტილირებადი კერამიკული ფილები ძირითად მოსაპირკეთებელ მასალადაა გამოყენებული. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს შენობის ვიზუალურ ელეგანტურობას, ასევე მაღალი ხარისხის თბო და ტენმედეგობას.
მინაბლოკი გამოიყენება შენობის პედესტალის ნაწილში დახვეწილი არქიტექტურული აქცენტების შესაქმნელად.
აივნების შიდა სიბრტყეები გადაწყვეტილია თბილი სპილენძისფერი დეკორატიული ლესვა/ღებვით, რაც საერთო კომპოზიციაში ქმნის მყუდრო ატმოსფეროს და კონტრასტულად უსვამს ხაზს ღია ფერის ძირითად ფასადს.
ფასადზე გამოყენებული მინის მოაჯირები ამსუბუქებს შენობას და მაქსიმალურად ხსნის ხედებს საცხოვრებელი სივრცეებიდან.
მასალების და ფერების კონტრასტი ექსტერიერს თანამედროვე, მყუდრო და დახვეწილ იერსახეს ანიჭებს.
Back
