Гардани

Улица Алекси Гобронидзе N6
Откройте для себя Гардани

პროექტის დეტალური აღწერა 

გარდანი ბიოგრაფი ლივინგის რიგით მეცხრე, 37-სართულიანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტია, სადაც თანამედროვე ურბანული ცხოვრების ყველა კომპონენტი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. პროექტი იდეალურად აკმაყოფილებს ყოველდღიურ საჭიროებებს და მობინადრეებს სთავაზობს კომფორტისა და ფუნქციურობის სრულ სინთეზს.

პროექტის ქვედა სართულები ეთმობა ოთხდონიან ავტოსადგომსა და კომერციულ ფართებს, ხოლო 5-დან 37-ე სართულამდე განთავსებულია უმაღლესი სტანდარტის საცხოვრებელი აპარტამენტები, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედები იშლება.

მდებარეობა 

გარდანი მდებარეობს გლდანში, ალექსი გობრონიძის ქუჩა №6-ში. პროექტი სრულად აკმაყოფილებს „15-წუთიანი ქალაქის“ თანამედროვე კონცეფციას, რაც გულისხმობს, რომ ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა სერვისი, ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი თქვენგან ფეხით სავალ მანძილზეა.

გარდანი გაძლევთ საშუალებას დაზოგოთ დრო და ენერგია, რადგან ყველაფერი, რაც გჭირდებათ: სუპერმარკეტი, კაფე, აფთიაქი, სავაჭრო ცენტრები თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პროექტის გარშემოა თავმოყრილი.

  • მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - 7 წუთის ფეხით სავალ მანძილზე

  • გლდანი მოლი და სითი მოლი გლდანი - 8 წუთის ფეხით სავალ მანძილზე

  • სპორტდარბაზი - 5 წუთის ფეხით სავალ მანძილზე

მრავალფუნქციურობა 

გარდანი აერთიანებს ყველა საჭირო ობიექტს ერთ სივრცეში:

  • პრემიუმ ლობი და კონსიერჟის სერვისი

  • პადელის კორტი ტერასაზე: სივრცე აქტიური დასვენებისა და სპორტის მოყვარულთათვის.

  • სარეკრეაციო ეზო: 600 კვ.მ გამწვანებული შიდა სივრცე ბავშვთა გასართობი მოედნით.

  • მულტიფუნქციური კომერციული ზონა: პირველ სართულზე ინტეგრირებული სუპერმარკეტი, კაფე და აფთიაქი.

უმაღლესი სტანდარტის არქიტექტურული გადაწყვეტა

პროექტის ექსტერიერი და საფასადე მასალები პასუხობს თანამედროვე არქიტექტურის მოთხოვნებს, რაც უზრუნველყოფს შენობის ვიზუალურ მრავალფეროვნებას, გამძლეობასა და მაღალ ესთეტიკას.

ალუმინის კომპოზიტური პანელები (პედესტალი და საცხოვრებელი ნაწილი): თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მასალაა. იგი შედგება შიდა და გარე ალუმინის ფურცლებს შორის მოთავსებული პოლიეთილენის ფილისგან, რაც რთული გეომეტრიული ფორმებისა და დახვეწილი ფაქტურების შექმნის საშუალებას იძლევა. მასალა განსაკუთრებულად გამძლეა გარემო პირობების მიმართ.

ფიბროცემენტის კომპოზიტური პანელები (საცხოვრებელი ნაწილი): მყარი, სტაბილური და ენერგოეფექტური მასალა, რომელიც იდეალურად უძლებს ტემპერატურულ ცვალებადობას როგორც ცხელ, ისე ცივ კლიმატში და ინარჩუნებს მდგრადობას ნებისმიერ პირობებში.

Используя этот сайт, вы соглашаетесь с нашей политикой использования файлов cookie.