ურბანული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები დეცენტრალიზაციის საშუალებით
თბილისის მოსახლეობის რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ქალაქის გადატვირთვის გამო ჩნდება საცობების პრობლემა. უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით, მისი დეცენტრალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. რას გულისხმობს ეს გეგმა და როგორ ეხმარება მრავალფუნქციური კომპლექსები დედაქალაქის განტვირთვას? დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ.
რა მნიშვნელობა აქვს ურბანულ დაგეგმარებას ქალაქის კეთილდღეობისთვის
იმ შემთხვევაში, თუ საჭირო სერვისები ქალაქის სხვადასხვა წერტილში იქნება გადანაწილებული, ეს ახალი უბნების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. აქ მცხოვრებლებს სასურველი მომსახურების მისაღებად ცენტრალურ ნაწილში წასვლა აღარ მოუწევთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სავაჭრო ცენტრები, აფთიაქები, სამედიცინო დაწესებულებები, კაფე-ბარები, სავარჯიშო დარბაზები ყველა უბნისთვის იყოს მარტივად ხელმისაწვდომი. ეს მთლიანი ქალაქის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.
ბიოგრაფის როლი თანამედროვე ქალაქის შენების პროცესში
ბიოგრაფის პროექტები თბილისის სხვადასხვა ნაწილში განთავსდება. საკენი ვაჟა ფშაველას #25-ში შენდება. იქ, სადაც ადრე სასტუმრო აფხაზეთი მდებარეობდა. მატიანი კი თბილისის უძველეს უბანში, დიდუბეში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, აკაკი წერეთლის #45-ში. მრავალფუნქციური კომპლექსები ქალაქის ეკოსისტემას გაამრავალფეროვნებს. შემთხვევითი არაა, რომ ისინი სხვადასხვა უბნებშია გადანაწილებული. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ქალაქის განვითარებას. მულტიფუნქციური საცხოვრებლები შექმნის სოციალურ სივრცეებს, რაც საზოგადოებრივი თავშეყრისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვისა და ქალაქის განაშენიანებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯებია.
როგორ ჭრის ურბანულ პრობლემებს 15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია
15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია სწორედ იმ გლობალური პრობლემების გადაჭრის მიზნით გაჩნდა, რომლებსაც ქალაქის პოპულაციის შესამჩნევი მატება იწვევს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდულობა, ჰაერის დაბინძურება, საჭირო დაწესებულებების ქალაქში არაეფექტურად განაწილება - ამ გამოწვევებს ბიოგრაფის ინოვაციური იდეით უპირისპირდება. მისი არსი საკმაოდ მარტივია - დავაგეგმაროთ ქალაქები ისე, რომ ყოველდღიური საჭიროებებისა და სერვისების უმეტესობა განთავსდეს მაქსიმუმ 15 წუთის სავალზე. კომპანიამ გადაწყვიტა, მსოფლიოს ისეთი წამყვანი ქალაქების მაგალითები აეღო, როგორიცაა პარიზი, ბარსელონა, მელბურნი და მშენებარე კომპლექსი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციისთვის მოერგო.
შეჯამება
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია “ბიოგრაფი ლივინგი” ზრუნავს დედაქალაქის მაცხოვრებლებზე და ინოვაციური მიდგომით ცდილობს პრობლემების გადაჭრას. ქალაქის დეცენტრალიზაციის მიზნით, ბიოგრაფის პროექტები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზეა გადანაწილებული. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას მიჰყვება, რაც საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობასა და მობილობის გაუმჯობესებას განაპირობებს. ბიოგრაფის ყოველი პროექტი ხელს უწყობს ქალაქის საერთო კეთილდღეობასა და წარმატებას.