სტატია

"ბარე" - ბრენდის ისტორია

"ბარე" - ბრენდის ისტორია

დეველოპერულმა კომპანიამ ,,ბიოგრაფი ლივინგი” რიგით მეხუთე პროექტი "ბარე" წარადგინა. საცხოვრებელი კომპლექსი, ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლესთან, ნიკო ლომოურის 3 ნომერში შენდება.

ადგილის იდენტობა

"ბარეს" ბრენდინგი ისტორიულ კონტექსტზეა მიბმული და მისი მთავარი ამოცანა ტრადიციის გაგრძელება და ადგილის მეხსიერების შეხსენებაა. 

XVIII საუკუნეში მთელი ავლაბარი გალავნით იყო შემოსაზღვრული. სიტყვა "ბარე" სწორედ გალავანს ნიშნავს. შესაბამისად, "ბარე" გარეუბანს მოიაზრებს. 

საცხოვრებელი პროექტის ისტორია ავლაბრის აივნებიდან იწყება და რიყის ქვიან სანაპირომდე აღწევს. სწორედ ქვიან სანაპიროს ნიშნავს "რიყე", რომელიც XIX საუკუნის ტფილისში სავაჭრო ცენტრსა და სახელოსნოებს აერთიანებდა. აღსანიშნია ისიც, რომ ამ სივრცეში ღონისძიებები იმართებოდა, მაგალითად, იორდანეს დღესასწაული, რომლის მონაწილეებიც ზამთარში მტკვარში ეშვებოდნენ ხოლმე.

მეორე მხრივ, ავლაბარი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იყო გაშენებული. მართალია, სახელწოდების მიხედვით ის გარეუბნად მოიაზრებოდა, მაგრამ ის ძველი თბილისის გული იყო; ადგილი, სადაც დიდებული გალავანი, ბაზრები, მეტეხის ხიდი და აღმართი მდებარეობდა და ყოველდღიური, ყოფითი სცენების მომსწრე იყო. 


სიმბოლოების ენით გადმოცემული ფილოსოფია

"ბარეს" პროექტის ბრენდინგში თითოეულ დეტალს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ლოგოტიპში გამოყენებული მთავარი მოტიფებია:

  • გალავანი: XVIII საუკუნის გალავანი, რომელიც ავლაბარს ერტყა გარს. მინიშნება ,,ბარეს” ეტიმოლოგიასთან, რომლის მიხედვითაც ის სანგარს, ზღუდეს აღნიშნავს. 

  • მოაჯირი: მიანიშნებს დარეჯან დედოფლის სასახლეზე, როგორც აივნის ელემენტი. 

  • ღვინის დოქი: "ღვინის გზის" სიმბოლო. ავლაბრის მოედნის გავლით შემოდიოდა ღვინო კახეთიდან თბილისში.

არქიტექტურული სიმბოლიზმი

"ბარეს" არქიტექტურა და ისტორიული გარემო, როგორც თანამედროვეობა და წარსული, ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. პროექტის საფასადე მასალა, გარდა ესთეტიკური ღირებულებისა, ავთენტურობის და ადგილობრივი იდენტობის მატარებელიცაა. ლოკაციის იდენტობის იდეალური რეპრეზენტაციაა ორი კედლისგან შექმნილი უნიკალური კუთხე, რომელიც არქიტექტურულად სამების გუმბათს იმეორებს. 

"ბარე" აღნიშნული ჰარმონიის მისაღწევად შემდეგ არქიტექტურულ მასალებსა და ელემენტებს მიმართავს:

  • ბუნებრივი გრანიტი: სიმყარე, თავდაცვითი ელემენტი

  • ბუნებრივი აგური: სითბო, ვიზუალური სიმყუდროვე, ქალაქური სტილი

  • ფასადის დეტალები: ისტორიულად შთაგონებული თანამედროვე არქიტექტურული ფორმები

  • აივნის დიზაინი: ძველი ავლაბრის დეკორის გაგრძელება.

სივრცის ფუნქცია 

საცხოვრებელი სივრცე, კომფორტული ბინებით, პარკინგითა და გამწვანებით, თანამედროვე ურბანულ მოთხოვნებს უპასუხებს.

"ბარე" არის პროექტი, რომელიც ერთი მხრივ ცდილობს თანამედროვე ადამიანს კომფორტული ყოველდღიურობა შესთავაზოს, მეორე მხრივ კი, მაცხოვრებელი გახადოს დროის სვლის მონაწილე და შეახსენოს წარსული ფესვები. 

ბრენდინგში გამოყენებული თითოეული სიმბოლო გააზრებულად არის შერჩეული, შესაბამისად, "ბიოგრაფი ლივინგი" გვეპატიჟება ადგილას, რომელიც წარსულის გადააზრებით შეიქმნა.


უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.