მოირგე დრო "ბიოგრაფი ლივინგში"

მოირგე დრო ,,ბიოგრაფი ლივინგში”
,,ბიოგრაფი ლივინგი” ქალაქის სხვადასხვა წერტილში ქმნის მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტებს, რომლებიც სულ მალე უბნებში მიზიდულობის ცენტრებად იქცევა. თითოეული პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაზეა აგებული. ეს ნიშნავს, რომ პროექტის მაცხოვრებლებისთვის ყველა საჭირო ობიექტი და სერვისი 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზეა.
საკომუნიკაციო კამპანია,,მოირგე დრო”
15-წუთიანი ქალაქის, ანუ თანამედროვე ურბანული ცხოვრების წესის მთავარი იდეა დროის დაზოგვაა. ამგვარი დაგეგმარება ქალაქში გადაადგილების დროს ამცირებს, რადგან ყველაფერი ფეხით სავალ მანძილზეა.
სწორედ ამ იდეის საილუსტრაციოდ წამოიწყო დეველოპერულმა კომპანიამ მარკეტინგული კამპანია - ,,მოირგე დრო”, რომლის ვიდეორგოლის პერსონაჟებს ჩრდილებს მართვა შეუძლიათ. ჩრდილების მოძრაობა დღის განმავლობაში სინათლის ცვალებადობის შედეგია. დილის ჩანაცვლება შუადღით და ამ უკანასკნელის - საღამოთი, შეგვახსენებს, რომ დრო არასდროსაა სტატიკური, მაგრამ არა ,,ბიოგრაფი ლივინგის” მაცხოვრებლებისთვის. ისინი აქტიური მონაწილეები არიან დროის სვლის და მეტიც, მართავენ მას.
,,მოირგე დრო”-ს კამპანია გაგრძელდა სიურეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის ,,რბილი საათების” ინსპირაციით და შეიქმნა ოთხი უნიკალური ილუსტრაცია და ტიპოგრაფია, სადაც მთავარი ვიზუალური სიმბოლო სწორედ დიდი, დეფორმირებული საათებია. თითოეულ ილუსტრაციაში ჯადოსნური პერსონაჟებია შემოყვანილი.




,,რბილი საათების” მსგავსად ,,ბიოგრაფი ლივინგში” დრო ფორმას იცვლის, ხდება მოქნილი და გერგება შენ.
სააგენტო: Q&A
გრაფიკული დიზაინერი: გიორგი ქართველიშვილი