სტატია

საკენის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა

,,ბიოგრაფი ლივინგის” პირველი მასშტაბური პროექტი ,,საკენი” ვაჟა ფშაველას გამზირზე შენდება. კომპანიის მიზანი მომავალი მობინადრეების კომფორტული ცხოვრების უზრუნველყოფაა. იმისთვის, რომ საკენის მაცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი გაიზარდოს, ბიოგრაფი არჩევს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს, მისდევს თანამედროვე არქიტექტურულ და ურბანულ პრაქტიკებს და თანამშრომლობს სანდო და გამოცდილ კომპანიებთან. 

მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტში ,,საკენი” მშენებლობას ახორციელებს კომპანია ,,ანაგი”. სამშენებლო კომპანიას 35-წლიანი გამოცდილება აქვს და 170-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი დამკვეთი ჰყავს, რაც ადასტურებს მათ პროფესიონალიზმსა და სანდოობას. 


ამ ეტაპზე საკენში დასრულებულია საძირკვლის ხიმინჯების მოწყობა და აქტიურად მიმდინარეობს საძირკვლის მოსამზადებელი სამუშაოები. დაისხა ბეტონის ფენა, მოეწყო მაღალი ხარისხის იზოლაცია და მიმდინარეობს არმირების სამუშაოები. 

,,საკენის” ფუნდამენტის იზოლაციას შვეიცარიული ბრენდი, Sika უზრუნველყოფს. SikaProof სისტემები უკვე 50 წელზე მეტია, რაც გლობალური მასშტაბით არის აღიარებული ერთ-ერთ ყველაზე სანდო, გამოცდილ, ხარისხიან და უსაფრთხო საიზოლაციო სისტემებად. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საიზოლაციო სისტემა სრულად არის შეწებებული ბეტონის ფილასთან, არ იქმნება გადაბმის, ანუ სუსტი წერტილები. შენობის ფუნდამენტი სრულად დაცულია. ამასთან, SikaProof მემბრანული სისტემა უზრუნველყოფს მშრალ გარემოს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, ხელს უშლის წყლის  მიგრაციას ბეტონის კონსტრუქციაში, რითაც იცავს მის სტრუქტურას.

,,საკენის” პროექტი საქართველოს ბანკის მიერ არის დაფინანსებული და მისი მშენებლობა 2026 წლის ბოლოს დასრულდება. 

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.