"ბიოგრაფი ლივინგმა" Schindler-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

„ბიოგრაფი ლივინგმა“ ხელი მოაწერა პარტნიორობის მემორანდუმს შვეიცარიულ კომპანია "Schindler"-თან, რომელიც მსოფლიოში ლიფტების, ესკალატორებისა და მოძრავი ბილიკების ლიდერი მწარმოებელია და ყოველდღიურად 2 მილიარდზე მეტ ადამიანს ემსახურება.
1874 წელს ცენტრალურ შვეიცარიაში დაარსებული კომპანია "Schindler" მუდმივად ავითარებს მომავლის მობილობის ტექნოლოგიებს და 69,000-ზე მეტი თანამშრომლის დახმარებით, 100-ზე მეტ ქვეყანაში უწყობს ხელს ქალაქების განვითარებასა და მათ საცხოვრებლად უფრო კომფორტულ სივრცეებად გარდაქმნას.

ხელმოწერის ცერემონიას "Schindler"-ის ევროკავშირის სამხრეთ რეგიონის ექსპორტის ხელმძღვანელი, რიკარდო მესკინი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ბაზარი "Schindler"-ისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
„ჩვენ აქ დიდ პოტენციალს ვხედავთ და ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიც „ბიოგრაფი ლივინგია“, ამ ბაზარს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. საერთო გვაქვს ღირებულებებიც, რომლებზეც "Schindler" მთელი თავისი ისტორიის მანძილზე დგას - შვეიცარიული სიზუსტე, სანდოობა და პატივისცემაზე აგებული პარტნიორული ურთიერთობები. შესაბამისად, გვჯერა, რომ ერთად წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ ", განაცხადა მან.
"Schindler"-ის ტექნოლოგიური საშუალებები ხელს უწყობს ურბანული გარემოს უსაფრთხო და ეფექტურ განვითარებას. საქართველოში "Schindler"-ს BME LLC(Schindler Georgia) წარმოადგენს, რომელიც მდგრადი და ეკომეგობრული გადაადგილების საშუალებებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის თანამედროვე ქალაქად გარდაქმნაში.

"მოხარულები ვართ, რომ „ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში მცხოვრებლების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე შვეიცარიული კომპანია "Schindler" იზრუნებს, "Schindler"-ის ვერტიკალური გადაადგილების საშუალებების ხარისხი და ინოვაციური ტექნოლოგიები სრულად შეესაბამება იმ მაღალ მომსახურების სტანდარტებს, რასაც „ბიოგრაფი ლივინგის“ თითოეული მცხოვრებლისთვის ვაწესებთ," - განაცხადა ვასილ ფხაკაძემ, „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.