"ბიოგრაფი ლივინგმა" NBK-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

„ბიოგრაფი ლივინგმა“ ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში ლიდერ ტერაკოტას საფასადე მასალების მწარმოებელ კომპანია "NBK"-სთან, რომელიც 1927 წლიდან ცნობილია საფასადე არქიტექტურული ინოვაციებით.
"NBK"-ს საფასადე ტერაკოტას გამძლეობა ექსტრემალური ტემპერატურის, ამინდის გავლენისა და კოროზიის მიმართ თითქმის უკვე საუკუეა ამტკიცებს, რომ ეს მასალა მრავალი ათწლეული ინარჩუნებს თავის უცვლელ, მდიდრულ იერსახეს და მდგრადობას. წარმოებისა და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები კი არა მხოლოდ გამბედავი დიზაინ კონცეფციების აღსრულების შესაძლებლობას ქმნის, არამედ უზრუნველყოფს მასალის მარტივ მოვლას და გამოყენებას.
ხელმოწერის ცერემონიალს "NBK"-ის მმართველი დირექტორი კლაუს ბაიერი დაესწრო.

„ტერაკოტას საფასადე სისტემების გლობალური ლიდერი - NBK მუდმივად ისწრაფვის ინოვაციური და უნიკალური არქიტექტურული პროექტების შექმნისკენ. შესაბამისად, ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან სასიხარულოა „ბიოგრაფი ლივინგთან“ თანამშრომლობა ისეთი მასშტაბური პროექტების მიმართულებით, რომლებსაც დეველოპერული კომპანია თბილისში ახორციელებს. ჩვენ ღირებულებებიც საერთო გვაქვს. ხარისხი, ესთეტიკა და მდგრადი პოზიტიური ზეგავლენა "NBK"- ს საქმიანობის საფუძველია. ჩვენ გვჯერა, რომ „ბიოგრაფი ლივინგთან“ ერთად შევქმნით გამორჩეულ, ინოვაციურ პროექტს.“ - აცხადებს კლაუს ბაიერი.
"NBK"-ს ტერაკოტას მასალები წარმოდგენილია მსოფლიოს ყველაზე ცნობილშენობებზე. კომპანიის კვლევისა და განვითარების ლაბორატორიებში მუდმივად ტარდება ექსპერიმენტები ახალ მასალებზე, წვის ტექნიკასა და წარმოების პროცესებზე, რის საფუძველზეც NBK-ს პროდუქტი აკმაყოფილებს დიზაინისა და ხარისხის ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს.

"მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ,,ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერული პროექტების ნოვატორული დიზაინ კონცეპციები NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით ავღასრულოთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მშენებლობის მაღალი ხარისხი და სტანდარტებია, შესაბამისად განსაკუთრებულად ფრთხილად ვარჩევთ პარტნიორებს და მხოლოდ მათთან ვთანამშრომლობთ, ვინც მსოფლიოში მშენებლობის თანამედროვე სტანდარტებს აწესებს და გამორჩეულ არქიტექტურულ სტილს ქმნის”- აცხადებს „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე.