სტატია

მარტის შეთავაზება ბიოგრაფი ლივინგისგან

მარტს, როგორც გაზაფხულის პირველ თვეს, განსაკუთრებული სიმბოლიზმი ახლავს. გაზაფხული არა მხოლოდ ასოცირდება სიცოცხლის განახლებულ ძალებთან, არამედ რეალურადაც გამომჟღავნდება წელიწადის ამ დროის განსაკუთრებული გავლენა ბუნებასა და ჩვენს განწყობაზე. ამის გამო, ვფიქრობთ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის, როგორიც ბინის შეძენაა, იდეალური დროა. გადაწყვეტილების გასამარტივებლად უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” მომავალ მაცხოვრებლებს მარტის აქციას სთავაზობს. 

მარტის შეთავაზება ბიოგრაფის ორ მასშტაბურ პროექტზე, ,,საკენსა” და ,,მატიანზე” გავრცელდება. საკენი და მატიანი მრავალფუნქციური პროექტებია, რომლებიც 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაზე დაყრდნობით შენდება. კონცეფციის იდეა საკმაოდ მარტივია: დავაგეგმაროთ ქალაქები ისე, რომ ყოველდღიური საჭიროებებისა და სერვისების უმეტესობა განთავსდეს მაქსიმუმ 15 წუთის სავალზე. იდეის მიზანია, რომ ადამიანს მუდმივად ჰქონდეს წვდომა მაღაზიებთან, სპორტდარბაზთან, სამედიცინო სერვისებთან, პარკებთან, რესტორნებთან და კულტურულ დაწესებულებებთან. მატიანისა და საკენის საცხოვრებელი კომპლექსების შემთხვევაში ეს დრო კიდევ უფრო ნაკლებია და საჭირო ობიექტებამდე მისასვლელად მაქსიმუმ 5 წუთია საჭირო.

პროექტებში აღნიშნული ურბანული კონცეფციის დანერგვით მაცხოვრებლებისთვის ყოველდღიური ცხოვრება გამარტივდება და დაიზოგება მათი დრო და ენერგია. 

კომპლექსების ტერიტორიაზე განთავსებული იქნება:

  • საცურაო აუზი
  • ესთეტიკური და ფიტნეს ცენტრი
  • პადელის კორტი
  • კაფე-ბარები და რესტორნები
  • მაღაზიები და აფთიაქები
  • ჰიპერმარკეტი
  • ელექტრომობილების დამტენები
  • საპარკინგე სივრცე

შეთავაზების პირობები

მარტის შეთავაზების ფარგლებში, ბინის ყიდვის მსურველებს შეეძლებათ, თანხა ეფექტურად გაანაწილონ. პირველადი შენატანი 20% იქნება, ხოლო თანხის დანარჩენი ნაწილის, 80%-ის გადახდას ყიდვიდან 24 თვის შემდეგ შეძლებენ. ამ დროის გასვლის შემდეგ პროექტების დასრულებამდე სულ ცოტა ხანი იქნება დარჩენილი და საბოლოო მიზნამდე მანძილი შემცირდება. 

ბიოგრაფის გადახდის პირობები

მარტის აქციის გარდა, ბიოგრაფი ლივინგი მომავალ მაცხოვრებლებს გაადახდის რამდენიმე პირობას სთავაზობს, რომელთაგანაც მათ სასურველი შეუძლიათ აირჩიონ. 

გადახდის პირობები შემდეგნაირია: 

  • შიდა განვადება პირველადი შენატანის გარეშე
  • ფასდაკლება ბანკის იპოთეკური სესხზე
  • ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში 


მარტის შეთავაზება საკენისა და მატიანის ბინებზე 31 მარტამდე იქნება აქტიური. 

მატიანის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი წერეთლის გამზირზე შენდება. კომპლექსის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება და ბინები მომავალ მაცხოვრებლებს მწვანე კარკასის სახით ჩაბარდებათ. რაც შეეხება საკენს, სამშენებლო სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული. ვაჟა-ფშაველას გამზირზე კომპლექსის მშენებობა ასევე 2026 წელს დასრულდება. 

თუ ბინის შეძენასთან დაკავშირებით კონსულტაცია გჭირდებათ, ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა, თქვენს ყველა კითხვას უპასუხოს!

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.