სტატია

,,ჰისნი" - ბრენდის ისტორია

,,ჰისნი’’ დეველოპერული კომპანიის, ,,ბიოგრაფი ლივინგის” მეოთხე და თბილისის ყველაზე მასშტაბური ურბანული პროექტია. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის უძველეს უბანში, ისანში, ქეთევან დედოფლის გამზირზე შენდება.

ურბანული მეხსიერება

თბილისი ყოველთვის იყო კულტურათა გზაჯვარედინი: აზიასა და ევროპას, ისლამსა და ქრისტიანობას და სხვათა შორის. ,,ჰისნი" სწორედ ამ სურათს აცოცხლებს ახალი მედიუმის, არქიტექტურული პროექტის დიზაინის საშუალებით. 

პროექტის სახელწოდება ლოკაციასაც ეხმიანება და ფუნქციასაც. ,,ჰისნი’’, ანუ ისანი, არაბულ ენაზე ციხესიმაგრეს ნიშნავს. უბნის შესახებ პირველი ცნობები XI საუკუნით თარიღდება. არაბთა ხანაში მტრისგან თავდასაცავად ძველი დასახლება გალავნით და თხრილით იყო გამაგრებული და სწორედ ამ გაუტეხელი სიმტკიცის გამო უწოდა დამპყრობელმა მას ,,ჰისნი’’. მოგვიანებით დასახლებას მეტეხი დაერქვა. აქ, მტკვრის პირას, განლაგებული იყო მეფის სასახლე, კარის ეკლესია და მეტეხის ტაძარი. 


საბჭოთა პერიოდში ისანი კვლავ იყო თბილისის ურბანული სივრცის აქტიური ნაწილი. წინა საუკუნის 60-იან წლებში აქ ტრამვაი-ტროლეიბუსების ავტოპარკი გაჩნდა. სატრანსპორტო კვანძი დასასვენებელ, თავშესაქცევ ადგილადაც იქცა. სწორედ ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ქართული წარმოების პირველი სატრანსპორტო ვაგონი. შესაბამისად, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორია ინოვაციის, სიახლის სიმბოლოცაა. 

,,ბიოგრაფი ლივინგის’’ თითოეული პროექტი ადგილმდებარეობასთან მტკიცედაა დაკავშირებული. ,,ჰისნი’’ ურბანულ მეხსიერებას აცოცხლებს და იმ უხილავ ბმებს ხდის ხილულს, რომლებიც წარსულსა და აწმყოს ერთმანეთთან აკავშირებს.  

თხრობა სიმბოლოებით

,,ჰისნის’’ ვიზუალური იდენტობა სამი სიმბოლოს გარშემო ერთიანდება. ტიპოგრაფიულ ლოგოზე გამოსახულია კულტურათა სინთეზის, სიმწვანის აღმნიშვნელი და ტროლეიბუსების პარკის სიმბოლოები.


  • კულტურათა სინთეზი: ანტიკური ქართული ორნამენტით გადმოცემული მჭიდრო კავშირისა და სინთეზის იდეა, რომელიც შუა საუკუნეების მრავალკულტურულობას ეხმიანება.

  • სიმწვანე: ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრება; პროექტის გამწვანებული შიდა ტერიტორია და რეკრეაციული ზონები

  • ტროლეიბუსების პარკი: თბილისის უახლეს წარსულში არსებული სატრანსპორტო კვანძი და პარკი, როგორც შეკრების ადგილი.

სიმბოლოები მეტად მინიმალისტურია, ქვეტექსტი კი ღრმა და იდეურად დატვირთული. 

ფერები, როგორც იდენტობის ნაწილი

,,ჰისნის” პროექტის ბრენდინგში გამოყენებულია ორი ძირითადი ფერი: მწვანე და თიხისფერი. ერთი მხრივ, მწვანე ფერი ასახავს სიმწვანესა და რეკრეაციულ ზონებს პროექტის ტერიტორიაზე და ხაზს უსვამს ცოცხალ ურბანულ გარემოს, რომელიც ბუნების ჰარმონიული ნაწილია და არა მისგან გამოყოფილი. მეორე მხრივ, თიხისფერი ელემენტები ეხმიანება უდაბნოს ციხესიმაგრეებს და მიანიშნებს საცხოვრებელ პროექტზე, როგორც მომავალ ოაზისურ უბანზე ისანში. 

დაბოლოს

,,ჰისნი’’, კომპანიის სხვა პროექტების მსგავსად, ქმნის თვითკმარ ეკოსისტემას ისტორიულ უბანში. წარსულის პატივისცემით და მომავალზე პასუხისმგებლობის გააზრებით ,,ბიოგრაფი ლივინგი’’ აწმყოში ქმნის საცხოვრებელ ადგილს, რომლის მიზანიც არა მხოლოდ მოსახლეების კეთილდღეობა, არამედ მთლიანად ქალაქის ურბანული გამოცოცხლებაცაა.


უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.