სტატია

,,გარდანი’’ - ბრენდის ისტორია

,,ბიოგრაფი ლივინგის’’ რიგით მეცხრე საცხოვრებელი პროექტი ,,გარდანი’’ გლდანში  მდებარეობს. პროექტის სახელწოდება ისტორიული ტოპონიმიდან მომდინარეობს და აღნიშნავს გარდამავალ სივრცეს მთასა და ბარს შორის.

Biograpi Living's new project - Gardani

,,გარდანი’’ მჭიდროდაა დაკავშირებული იმ სივრცის მეხსიერებასთან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებულ ფორმას იძენდა.

ადგილის ისტორია

დღევანდელი გლდანის ტერიტორია ,,გარდანის’’ სახელით იყო ცნობილი. სახელწოდება მიანიშნებს ადგილის ფუნქციაზე და გამოკვეთს მის როლს, როგორც გარდამავალ ადგილს მთასა და ბარს, ანუ ბუნებრივ ლანდშაფტსა და უბრანულ დასახლებას შორის.

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. მართლაც, 1970-იან წლებში აღმოჩენილ ნასოფლარებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ აქ ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ამასთან, გლდანი თამარის ისტორიკოსის, ბასილი ეზოსმოძღვრის ჩანაწერებშიც გვხვდება. რაიონის საცხოვრებელ და კულტურულ მნიშვნელობაზე გლდანის დასავლეთით მდებარე VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული ვეჯინის კომპლექსიც მიუთითებს.

არქიტექტურული იდენტობა

გლდანის თანამედროვე იერსახე საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. საბჭოთა მოდერნიზმი, განსაკუთრებით კი მისი გვიანი ეტაპი, რომელიც ნიკიტა ხრუშჩოვმა დააბრუნა, დეკორატიულობაზე მეტად ფუნქციურობაზე ფოკუსირდებოდა. სწორედ ამ დროს ჩნდება გლდანიც, კარგად გააზრებული ურბანული ერთეული.

საბჭოთა მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ფუნქციურობა, დიდი საცხოვრებელი კვარტლები და საცხოვრებლების სერიული წარმოება გლდანის განაშენიანებაშიც გვხვდება. გლდანის მიკრორაიონული სისტემა და მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსები უბანზე მეტად ქალაქის სტრუქტურას უფრო ჰგავს. აღსანიშნია, რომ ეს მიდგომა ნიკიტა ხრუშჩოვის დროს განვითარებული სამშენებლო ინდუსტრიის შედეგია, რაც მასიურ მშენებლობაში ტიპური პროექტების დანერგვასა და ეკონომიურობის ამაღლებაში გამოიხატა. მართლაც, ზოგიერთი არქიტექტორის აზრით, რომ არა საბჭოთა კავშირი, დღეს გლდანი შეიძლება ცალკე ქალაქი ყოფილიყო. 

,,გარდანის’’ ვიზუალური ენა სწორედ ამ არქიტექტურულ კონტექსტზე დაყრდნობით შეიქმნა.

ბრენდის სიმბოლიზმი

,,გარდანის’’ ვიზუალური იდენტობა ემყარება სამ ძირითად სიმბოლოს:

  • ნიღბები: მიანიშნებს სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრზე, რომელიც გლდანის კულტურული ცხოვრების ძირეული ნაწილი და ადგილობრივი იდენტობის სიმბოლოა.

  • ხიდი: საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში გლდანში, რომელიც ურბანული სტრუქტურის გამოკვეთილი ნიშნებით ხასიათდება.

  • ორნამენტი: გლდანის რაიონის ყველაზე ცნობილ კორპუსებზე გამოსახული ფიგურა.

,,გარდანი’’ აგრძელებს იმ ადგილის ისტორიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით არსებობდა: თავდაპირველად როგორც დასახლება, შემდეგ როგორც სტრუქტურა და საბოლოოდ როგორც დამოუკიდებელი ურბანული ერთეული, ანუ ქალაქი ქალაქში.

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.