სტატია

,,დაირა” - ბრენდის ისტორია

,,დაირა” - ბრენდის ისტორია

დეველოპერულმა კომპანიამ ,,ბიოგრაფი ლივინგი” რიგით მეექვსე საცხოვრებელი პროექტის ,,დაირა” მშენებლობას იწყებს. წინა პროექტების მსგავსად, ,,დაირას” ბრენდინგი ადგილის იდენტობასთან მჭიდრო კავშირშია.

ბიოგრაფი ლივინგი

ადგილის ისტორია

,,დაირა” ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე აშენდება. ცხადია, ლოკაცია შემთხვევით არ არჩეულა. სანამ XX საუკუნეში მტკვრის კალაპოტი კედლებს შორის მოექცეოდა, თბილისსა და მის შემოგარენში რამდენიმე კუნძული არსებობდა. მათ შორის ყველაზე დიდხანს იარსება კუნძულმა ორთაჭალამ. 

თბილისელთა ოაზისი

სიტყვა ორთაჭალა ორი ნაწილისგან შედგება: „ორთა“ და „ჭალა“. „ორთე“ თურქულ ენაში შუას აღნიშნავს. ორთაჭალა, ანუ ,,შუა ჭალა” მტკვრის ორ ტოტს შორის მოქცეული კუნძული იყო. კუნძულს ერთმანეთისგან ვიწრო ქუჩებით გამოყოფილი აყვავებული ბაღები ფარავდა. ზაფხულობით, როცა თბილისში თაკარა მზე ჩამოწვებოდა, ქალაქელები განსატვირთად ორთაჭალის ბაღებს მიაშურებდნენ. აქ მართავდნენ დარბაისლურ ქეიფს, წარმოთქვამდნენ გულითად სადღეგრძელოებს და ერთმანეთს პატივისცემით გადაიპატიჟებდნენ საკუთარ სუფრებზე. 

მართლაც, ძველი თბილისის მოტრფიალე პოეტის, იოსებ გრიშაშვილის მონათხრობის მიხედვით, ადრე ქალაქგარეთ მხოლოდ ორი დროის გასატარებელი ადგილი არსებობდა: ორთაჭალის ბაღები და მუშტაიდი, სადაც, სხვათა შორის, ,,ბიოგრაფი ლივინგის” კიდევ ერთი საცხოვრებელი პროექტი, შანტანი შენდება. 

ხელოვანთა შეკრების ადგილი

ორთაჭალის ბაღები ხელოვანთა შეკრების ადგილი იყო, რაც გასაკვირი სულაც არ არის. ორთაჭალა-კრწანისი ძველი თბილისის მომხიბლავი ეგზოტიკის ხორცშესხმა იყო თავისი ყარაჩოღელებით, კინტოებით, ხმაურიანი ბაზრებითა და უსასრულო ქეიფით. აქაურობის ხიბლი პოეტმა გრიგოლ ორბელიანმა „მუხამბაზში“ გადმოსცა. 

XX საუკუნის დასაწყისში ორთაჭალის ბაღები ლიტერატურულ დისკუსიებს მასპინძლობდა. განსაკუთრებით ცისფერყანწელებს უყვარდათ აქ სიარული. ცხარე შემოქმედებით კამათებში ქართველების საყვარელი პოეტები, მათ შორის, გალაკტიონი, ტიციანი და პაოლო მონაწილეობდნენ. 

ორთაჭალით მოხიბლული პოეტების გარდა ამ ადგილის ხშირი სტუმარი იყო ნიკო ფიროსმანი. მისი ნახატები ამშვენებდა ადგილობრივ დუქნებსა და ღვინის სარდაფებს.  

ბიოგრაფი ლივინგი

ბრენდის ფილოსოფია და სიმბოლიზმი

ბრენდის ვიზუალური მხარე ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზეა აგებული. ბრენდის ფერები და სახელწოდება ,,დაირა” მისი ნახატის, ,,ქართველი ქალი დაირით”, ინსპირაციითაა შერჩეული. 

ბრენდინგში გამოყენებულია სამი სიმბოლო: 

  • დაირა: აღმოსავლური დასარტყამი საკრავი ნიკო ფიროსმანის ნახატიდან ,,ქართველი ქალი დაირით” 

  • მარაო: ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნახატიდან ,,ორთაჭალის ტურფა მარაოთი”

  • დოქი: ორთაჭალის, ანუ ვაჭრობისა და ქეიფის სიმბოლო. 

     

ის, რაც გვახსოვს, ჩვენთან ერთად ცხოვრობს. 


უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.