სტატია
პროექტის “მატიანი” სამშენებლო სამუშაოები
გამოქვეყნების თარიღი:
26.02.2026

პროექტში “მატიანი” სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უკვე დასრულებულია:
შენობაზე მე-9 საცხოვრებელი სართულის ვერტიკალების სრული ბეტონირება და მე-10 სართულის იატაკის ყალიბის მოწყობა
პირველი საცხოვრებელი სართულის 90%-ის მოწყობა ბლოკით და ლითონის მოჩარჩოებებით
ამ ეტაპზე მიმდინარეობს:
ძირითადი შენობის მე-10 საცხოვრებელი სართულის იატაკის არმირების სამუშაოები
5 საცხოვრებელ სართულზე ბლოკის მოწყობის და მოჩარჩოების სამუშაოები
უახლოეს პერიოდში დაიწყება არქიტექტურული და საინჟინრო სამუშაოები.
“ბიოგრაფი ლივინგის” ყველა პროექტში სამშენებლო სამუშაოები ხარისხის მუდმივი მონიტორინგით და ვადების სრული დაცვით მიმდინარეობს.




