სტატია

პროექტის “შანტანი” სამშენებლო სამუშაოები

პროექტში "შანტანი" სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უკვე დასრულებულია:

  • ლიფტის თანაორმოს მოწყობა.

  • კოშკურა ამწეს მონტაჟი.

  • -2 და -1 საპარკინგე სართულების მონოლითური რკინა-ბეტონის სამუშაოები.

  • საპარკინგე სივრცეების სამანქანე პანდუსებითა და საფეხმავლო კიბეებით დაკავშირების სამუშაოები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს:

  • A ბლოკზე რკინა-ბეტონის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.

  • A ბლოკის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები.

  • B ბლოკის უკუშევსების სამუშაოები.

  • B ბლოკის პირველ საცხოვრებელ სართულზე რკინა-ბეტონის სამუშაოები.

უახლოეს პერიოდში დაგეგმილია:

  • A ბლოკის კომერციული სივრცეების მოწყობა.

  • მე-2 საცხოვრებელი სართულის მოწყობა.

  • ჰიდროსაიზოლაციო და გრუნტის უკუშევსების სამუშაოების დასრულება.

“ბიოგრაფი ლივინგის” ყველა პროექტში სამშენებლო სამუშაოები ხარისხის მუდმივი მონიტორინგით და ვადების სრული დაცვით მიმდინარეობს.

უკან
ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.