,,ბიოგრაფი ლივინგი’’ 2 წლისაა
.webp)
სულ ცოტა ხნის წინ დეველოპერულ კომპანიას, ,,ბიოგრაფი ლივინგს”, ორი წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიებას ტრადიციულად რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. ორი წლის წინ სწორედ რუსთაველის თეატრში დაიწყო კომპანიის ისტორია, აქ აღინიშნა ,,ბიოგრაფი ლივინგი” ერთი წლის დაბადების დღეც და ასე იქცა ტრადიციად. როგორც ყოველთვის, ,,ბიოგრაფი ლივინგს”’ ერთი შეხედვით აბსტრაქტული ხედვები რეალურ ცხოვრებაში გადმოაქვს და მათ ხელშესახებს ქმნის; აჩვენებს, თუ რამხელა პატივს სცემს ტრადიციას, როგორც ბრენდის ფილოსოფიის ნაწილსა და პრაქტიკულ ღირებულებას, რომელსაც წარსულისა და აწმყოს მჭიდრო კავშირი ასულდგმულებს.
ღონისძიებას მუსიკალურად გორის ქალთა და ბავშვთა გუნდი აფორმებდა, ფურშეტს კი - ცოცხალი ყვავილები და ბუნებრივი ქვები. თეატრის დარბაზში შექმნილი ატმოსფერო მინიშნებაა მობინადრეთა ჰარმონიულ, ესთეტიურად სასიამოვნო და საინტერესო ყოველდღიურობაზე, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსში დახვდებათ.

ღონისძიებას პარტნიორები და მომავალი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. ერთი მხრივ, კომპანია დაარსების დღიდან მიზნად ისახავს, შეინარჩუნოს ღიაობა მშენებლობის პროცესებთან დაკავშირებით და მომავალი მაცხოვრებელი პროცესის აქტიურ დამკვირვებლად აქციოს. მეორე მხრივ კი, აქედანვე ცდილობს, მეზობლები ერთმანეთს გააცნოს, დააახლოვოს და საფუძველი მოამზადოს მტკიცე, გულწრფელი სამეზობლო კულტურისთვის.

გასული წლის შეჯამება
ღონისძიება გასული წლის შეჯამებით გაიხსნა. ,,ბიოგრაფი ლივინგის’’ დირექტორმა, ვასილ ფხაკაძემ დამსწრეებს მნიშვნელოვანი რიცხვები გააცნო. მიმდინარე ოთხი პროექტის (,,საკენი’’, ,,მატიანი’’, ,,შანტანი’’ და ,,ჰისნი’’) ჯამური საინვესტიციო ღირებულება 400 მილიონი დოლარია. 2025 წლის მაისის მდგომარეობით კი, პროექტების გაყიდვების მაჩვენებელი 72%-ს აღწევს. წლის შედეგები მეტყველებს მომხმარებლის ნდობაზე და იმაზეც, თუ რამდენად დააფასა მან ,,ბიოგრაფი ლივინგის’’ გამორჩეული, სრულად უნიკალური ურბანული წამოწყება.
ხუთი ახალი პროექტის წარდგენა
დაბადების დღის მთავარი მოვლენა დეველოპერული კომპანიის ხუთი ახალი პროექტის დაანონსება იყო. პროექტები განაწილებულია თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებში:
,,ბარე'' (ავლაბარი, ლომაურის ქ. N3)
,,დაირა'' (ორთაჭალა, გორგასლის ქ. N73)
,,ლიბრეტო'' (ვაკე, ფალიაშვილის ქ. N11)
,,მოზაიკა'' (საბურთალო, გაზაფხულის ქ. N10)
,,გარდანი'' (გლდანი, ალექსი გობრონიძის ქ. N6)
ისტორიული და სოციოკულტურული სიმბოლიზმით დატვირთული ხუთი ახალი პროექტით ხუთი ახალი ამბავი დაიწერება. ახალი პროექტები, წინამორბედების მსგავსად, მიჰყვება ,,ბიოგრაფი ლივინგის’’ ნიშას - 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ერთ ეკოსისტემაში, ფეხით სავალ მანძილზეა მოწყობილი ფიტნეს დარბაზები, აუზები, პადელის კორტები, საერთო სამუშაო სივრცეები, კაფე-რესტორნები, სუპერმარკეტები, აფთიაქი, ბანკი და სხვ.
კომპანიის მიზანი, ისევ და ისევ, ქალაქის ურბანული გამოცოცხლება და ქართულ სამშენებლო ბაზარზე მოწინავე სტანდარტების დანერგვაა. ,,ბიოგრაფი ლივინგის’’ თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი პრემიუმ სეგმენტისაა და მათ მშენებლობაში ევროპული და ადგილობრივი წარმოების უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები, თბო და ხმის იზოლაციისა და უსაფრთხოების უახლესი სისტემები გამოიყენება.
სამომავლო ხედვა
,,ბიოგრაფი ლივინგისთვის’’ მესამე წელი დაიწყო, მომავლის ხედვა კი ნათელია: ორი წლის წინ გაკვალულ ბილიკს არ გადაუხვევს; იზრუნებს გაზრდაზე, ურბანულ განვითარებასა და იმ ღირებულებების პატივისცემაზე, რომლებმაც კომპანია დღემდე მოიყვანა.
შევხვდებით მომავალი წლის 15 მაისს, კვლავ რუსთაველის თეატრში.