,,ბიოგრაფი ლივინგი” 3 წლისაა!
,,ბიოგრაფი ლივინგმა” დაბადების დღე ტრადიციულად მაისში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა.

სამი წლის წინ დაბადებული იდეის და ამ იდეით მიღწეული შედეგების აღსანიშნად ,,ბიოგრაფი ლივინგის” წარმომადგენლები, მომავალი მობინადრეები და პარტნიორები ერთმანეთს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში შეხვდნენ.
საიუბილეო საღამოს თბილისის სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული კინომუსიკის ჰანგები აფორმებდა. მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით გაცოცხლდა ლეგენდარული კომპოზიციები ,,ვარსკვლავური ომებიდან”, ,,ნათლიმამიდან”, ,,შინდლერის სიიდან” და სხვ.

საღამოს განწყობას კინომუსიკა განსაზღვრავს, რომელიც შემთხვევით არ არის შერჩეული. გვჯერა, რომ როგორც მუსიკა აცოცხლებს კადრს, ისე ეხმარება თითოეული ურბანული, არქიტექტურული თუ დიზაინერული გადაწყვეტილება საცხოვრებელი სივრცის სახლად გარდაქმნას. ,,ბიოგრაფი ლივინგი” კი დაარსების დღიდანვე მუშაობს ისეთი საცხოვრებელი გარემოს შენებაზე, რომელიც ყველანაირ წინაპირობას ქმნის მობინადრის ყოველდღიურობის სრულყოფისთვის.
გასული წლის შეჯამება
ღონისძიების ნაწილი გასული წლის შეჯამებას დაეთმო. სტუმრებს კიდევ ერთხელ შევახსენეთ ,,ბიოგრაფი ლივინგის” მიერ განვლილ სამ წელზე და იმ რვა საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა მშენებლობაც აქტიურ ფაზაშია და რომელთა ჯამური ინვესტიციაც დღეის მონაცემებით 700 მილიონ დოლარს აღწევს.

სამომავლო ხედვა
საიუბილეო საღამოს უმთავრესი ნაწილი კი სამომავლო ხედვებს მიეძღვნა.
,,ბიოგრაფი ლივინგმა” ხუთი ახალი პროექტი წარადგინა, რომლებიც თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებში აშენდება:
1. ,,ბოჰემა” - ორთაჭალა, ვ.გორგასლის N69
2. ,,ლიბრეტო” - ვაკე, ზ.ფალიაშვილის ქ. N11
3. ,,კამარა” - ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის N36
4. ,,ჰისნი II” - ისანი, ქეთევან დედოფლის N69
5. ,,1824” - ჩუღურეთი, დ.უზნაძის N89
როგორც წინამორბედების შემთხვევაში, ახალი პროექტების იდენტობაც ღრმად გადაჯაჭვულია ადგილის მეხსიერებასა და უბნის ხასიათთან. ამასთან, ხუთივე ახალი პროექტი გააგრძელებს 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას იმ მიზნით, რომ საცხოვრებელი გარემო აბსოლუტურად ადამიანზე იყოს მორგებული.

ცნობილი გახდა ისიც, რომ უახლოეს პერიოდში მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება Biograpi Living App, ერთიანი ციფრული პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა სერვისსა და პროცესს გააერთიანებს. Biograpi Living Maintenance საცხოვრებელი სივრცეების მოვლა-პატრონობაზე იზრუნებს, ხოლო Biograpi Living Brokerage მობინადრეებს ბინების გაყიდვასა და გაქირავებაში დაეხმარება.
ასე დაიწყო ,,ბიოგრაფი ლივინგისთვის” მეოთხე წელი ოფიციალურად. დეველოპერული კომპანია აგრძელებს ზრდას, განვითარებას და ზრუნვას მომავალ მობინადრეებზე.