საშემოდგომო შეთავაზება ბიოგრაფისგან: ბინის შეძენის გამარტივებული პირობები
ახალმა დეველოპერულმა კომპანიამ ,,ბიოგრაფი ლივინგმა” საშემოდგომო შეთავაზება დააანონსა. შეთავაზება ბიოგრაფის პირველ პროექტზე, ,,საკენზე” ვრცელდება.
ბიოგრაფი ლივინგმა გადაწყვიტა, საკენის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში 10 ბინა განსაკუთრებულად მოქნილი გადახდის პირობებით შესთავაზოს მომხმარებელს. კომპანია მიზნად ისახავს, მომხმარებლის ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს და შექმნას უფრო მეტი შესაძლებლობა ამისთვის. სწორედ ამიტომ, შეთავაზების ამოსავალი წერტილი და მთავარი მოტივაციაა, გაამარტივოს ბინის შეძენა მათთვის, ვისაც სურს, საკენის მრავალფეროვანი ეკოსისტემის ნაწილი გახდეს.
რას გულისხმობს საშემოდგომო შეთავაზება?
საშემოდგომო შეთავაზების ფარგლებში, საკენში ბინის შეძენას პირველადი შენატანის გარეშე შეძლებთ.
გავეცნოთ გადახდის პირობებს: ბინის ღირებულების 20% თანაბრად გადანაწილდება 30 თვეზე. 30 თვის შემდეგ კი თანხის დარჩენილი ნაწილს სრულად დაფარავთ. პარალელურად, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ საკენის მშენებლობაც დასასრულს მიუახლოვდება და თქვენი მომავალი ბინა სულ მცირე დროში გადმოგეცემათ.
როგორც ზევით ვახსენეთ, საშემოდგომო შეთავაზება საკენის 10 ბინაზე ვრცელდება. ეს შესაძლებლობა ბიოგრაფმა მათთვის შექმნა, ვისაც თანამედროვე, მრავალფუნქციურ და ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსში სურს ბინის შეძენა.
ბიოგრაფი ქალაქის მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე ზრუნვას აგრძელებს და ამისთვის ყველა შესაძლებლობას მაქსიმალურად იყენებს. საშემოდგომო აქციის მიზანიც სწორედ ესაა - რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ შანსი, რეალობად აქციოს სამომავლო გეგმები; იცხოვროს ჯანსაღ, თანამედროვე სივრცეში და გაიუმჯობესოს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი.
შეჯამება
ბიოგრაფის პირველი პროექტის, 36-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის, საკენის მშენებლობა 2027 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.
საკენი ქალაქის პრესტიჟულ გამზირზე, ვაჟა-ფშაველაზე შენდება. პროექტის მდებარეობა გამორჩეულია როგორც ისტორიული, ისე ურბანული თვალსაზრისით. თბილისის მოდერნიზაციის პროცესში ბიოგრაფის გამორჩეული არიქტექტურული ხედვა ახალ პერსპექტივას ქმნის. დღეს, როცა დრო ჩვენთვის უდიდესი ღირებულებაა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საცხოვრებელი ადგილიდან ახლო დისტანციაზე იყოს განთავსებული ჩვენთვის აუცილებელი ობიექტები. საკენი, რომელიც 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას იმეორებს, სწორედ ამ შესაძლებლობას ქმნის.