მატიანი - ბიოგრაფი ლივინგის ენერგოეფექტური პროექტი
მატიანი დეველოპერული კომპანიის, ,,ბიოგრაფი ლივინგის’’ მეორე მასშტაბური პროექტია. 31-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა წერეთლის გამზირზე უკვე დაწყებულია. მატიანი წერეთლის განახლებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, მოდერნიზაციის პარალელურად კი ადგილის ისტორიულ მნიშვნელობასაც შეინარჩუნებს.
როგორ უზრუნველყოფს ბიოგრაფი ლივინგი პროექტის ენეგოეფექტურობას?
ბიოგრაფი ლივინგის, როგორც უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიის მიზანია, გააუმჯობესოს მომავალი მაცხოვრებლების ყოველდღიურობა. კომფორტული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, კომპანია მატიანის ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს.
კომპანია მშენებლობის პროცესში, პირველი პროექტის, საკენის მსგავსად, უმაღლესი ხარისხის მასალებს და თანამედროვე არქიტექტურულ პრაქტიკებს გამოიყენებს. მატიანში თანამედროვე სტანდარტებით განხორციელებული თბოსაიზოლაციო სამუშაოები უზრუნველყოფს კომუნალური ხარჯების შემცირებას. გარდა თბოიზოლაციისა, პროექტში გამოყენებული ხმის საიზოლაციო სისტემები, ამგვარად იქმნება კომფორტული და მშვიდი საცხოვრებელი გარემო.
პროექტის მშენებლობაში გამოყენებული მასალები
გარდა თბო და ხმის საიზოლაციო სისტემებისა, მატიანის ენერგოეფექტურობას პროექტის მშენებლობაში გამოყენებული უმაღლესი ხარისხის მასალებიც განაპირობებს. საცხოვრებელი კომპლექსის კომერციული ნაწილის ფასადი მოპირკეთდება იტალიური ტერაკოტით, ხოლო ზედა საცხოვრებელი სივრცის აივნებზე გამოყენებული იქნება ალუმინის კომპოზიტური მასალა, რაც შენობის გამორჩეულ ვიზუალს
განაპირობებს.
ორივე საფასადე მასალას თავისი უპირატესობები აქვს: ტერაკოტას მთავარი მახასიათებელი არის მდგრადობა ტემპერატურისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ, იგი მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს; ალუმინის კომპოზიტური მასალა კი ხასიათდება განსაკუთრებული სიმტკიცით გარე ფაქტორების მიმართ, აკავებს ვიბრაციას და ტერაკოტას მსგავსად დიდი ხნის განმავლობაში არ კარგავს იერსახეს.
მატიანის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება და ბინები მომავალ მაცხოვრებლებს მწვანე კარკასის სახით ჩაბარდებათ.