როგორ შევარჩიოთ ბინა მატიანში?
მატიანი დეველოპერული კომპანიის, ,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე მასშტაბური კომპლექსია, რომელიც წერეთლის გამზირზე შენდება. პირველი პროექტის, საკენის მსგავსად, მატიანმაც მოკლე დროში დაიმსახურა დიდი ინტერესი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მოგაწოდოთ გზამკვლევი, რომელიც მატიანში ბინის შერჩევის პროცესს გაგიმარტივებთ.
რას მივაქციოთ ყურადღება ბინის შერჩევისას?
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლის გათვალისწინებითაც თქვენთვის იდეალური ბინის შერჩევას შეძლებთ. ამ კრიტერიუმებს ბინის შერჩევისას ადამიანები გაუცნობიერებლად ისედაც იყენებენ, მაგრამ ზუსტი პასუხის მისაღებად ბევრად უკეთესია, თუ დალაგებულად, უფრო სტრუქტურირებულად მივყვებით მათ. გარდა ამისა, დაგეხმარებით პრიორიტეტების დალაგებაშიც, რაც არჩევანს გაგიმარტივებთ.
პროექტის ფართობი და ინფრასტრუქტურა
როგორც წესი, პრიორიტეტების ჩამონათვალში პირველ ადგილს ბინის ფართობი და პროექტის ინფრასტრუქტურა იკავებს. მატიანში ბინების ფართობი 63 კვ.მ.-დან 117 კვ.მ.-მდე მერყეობს. ერთსაძინებლიანი ბინები საშუალოდ 63 კვ.მ. ფართობისაა, ორსაძინებლიანი კი 99-დან 113კვ.მ-მდეა.სამსაძინებლიანი ბინები 117 კვ.მ, თუ ტენდენციას დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ერთსაძინებლიან ბინებს საინვესტიციო მიზნებით ყიდულობენ, ხოლო დიდი ზომის ბინებით დიდი ოჯახები ინტერესდებიან.
გარდა ამისა, ბინის განლაგებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაზღვრეთ, როგორ ეწყობა ბინა თქვენს ცხოვრების სტილს. მოგცემთ თუ არა განლაგება და პროექტის გეგმა თქვენი საოცნებო ბინის მოწყობის საშუალებას? მაგალითად, როგორ წარმოგიდგენიათ ავეჯის განლაგება? როგორ გსურთ სივრცის განაწილება? ბინის გეგმის გაცნობისას ამ კითხვების მიხედვით იხელმძღვანელეთ.
ხედი
ხედს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე ჩვენი საოცნებო ბინის შერჩევას ეხება. თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ არა მხოლოდ სახლში, არამედ ფანჯრიდან გახედვისასაც. ისეთი ხედი უნდა დაგხვდეთ, რომელიც არ შეგაწუხებთ, პირიქით, უნდა გესიამოვნოთ, რასაც გარეთ დაინახავთ.
მზის განათება
ინტერიერის დიზაინერები თანხმდებიან, რომ განათებას სახლის გარდაქმნა შეუძლია. იგივე შეიძლება ითქვას ბუნებრივ განათებაზეც. მატიანში ერთსაძინებლიანი ბინები კომპლექსის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილშია მოქცეული, ამიტომ ყველა მათგანი ნათელია, იგივე შეიძლება ითქვას დიდი ზომის ბინებზეც, რადგან მათი განლაგება გვაძლევს ბუნებრივი განათების მიღების შესაძლებლობა.
აივნები
რა დანიშნულებით გსურთ აივნის გამოყენება? გსურთ, რომ აივანი განსატვირთად გამოიყენოთ თუ აპირებთ მას უფრო პრაქტიკული მნიშვნელობა მისცეთ? თუ აივანზე დიდი დროის გატარებას აპირებთ, შესაბამისად უფრო გაშლილი და ფართო აივანი იქნება თქვენთვის შესაფერისი.
სართული
დაბოლოს, ყურადღებით შეარჩიეთ სართულიც. რა სიმაღლეზე იგრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად? გარდა ამისა, არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც ზედა ან ქვედა სართულებზე ცხოვრებას მოუხერხებელს გახდის თქვენთვის? მაგალითად, ზოგიერთისთვის ბოლო სართულებზე ცხოვრება იდეალური შეიძლება იყოს, მაშინ, როცა სხვებისთვის დისკომფორტთან ასოცირდებოდეს. თუ ბინას საინვესტიციო მიზნით ყიდულობთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე დიდი პოპულარობით 7-15 სართულები სარგებლობს.
შეჯამება
იმედი გვაქვს, ჩვენი გზამკვლევი ბინის შერჩევის პროცესს უფრო გაგიმარტივებთ. ხოლო თუ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებთ, ყოველთვის შეგიძლიათ, ბიოგრაფის გუნდს კონსულტაციისთვის მიმართოთ.