ბიოგრაფი ლივინგის მხარდაჭერა თანამედროვე ქართულ ხელოვნებას
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” თანამედროვე ქართული ხელოვნების გულშემატკივარი და მხარდამჭერია. როგორც ქართულ მოტივებზე შექმნილი ბრენდი, ის პასუხისმგებლობას იღებს არა მხოლოდ ახალი და განსხვავებული საცხოვრებელი კომპლექსების შენებაში, არამედ მას გადმოაქვს კიდეც ბრენდის ფილოსოფია რეალურ ცხოვრებაში.
,,ბიოგრაფი ლივინგის’ კონცეფცია ემყარება კავშირს ქართულ ისტორიას, კულტურას, მრავალწლიან სიმბოლიზმსა და თანამედროვეობას შორის. ბრენდის ვიზუალური იდენტობა სწორედ ქართული მოტივებითაა ნაკარნახევი. ამ კავშირის გასაძლიერებლად, გარდა საცხოვრებელ კომპლექსებში გაცოცხლებული ქართული სიმბოლიკისა, კომპანია მხარს უჭერს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას და ასე ცდილობს, შეინარჩუნოს ძველი და წვლილი შეიტანოს ახლის შემოქმედებაში.
ბიოგრაფის მხარდაჭერით გამართული გამოფენა ,,არტ გალერია ნობლესში”
ცოტა ხნის წინ ბიოგრაფის მხარდაჭერით ,,არტ გალერეა ნობლესში“ მხატვარ შალვა მატუაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე თანამედროვე მხატვარმა ქართველი პრიმა ბალერინას, საქართველოს სახალხო არტისტის, ნინო ანანიაშვილის ცოცხალი ავტოგრაფი შექმნა. გარდა ამისა, ,,არტ გალერეა ნობლესმა“ შალვა მატუაშვილის პერსონალური ალბომიც გამოსცა, სადაც შესულია გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, ტექსტუალურ ნაწილზე კი ხელოვნებათმცოდნე ლელა წიწუაშილმა იმუშავა
ბიოგრაფი ლივინგის მიერ განხორციელებული ასეი ღონისძიებები ეხმიანება ქართულ ხელოვნებასა და კულტურას. ამასთან ერთად, ხელს უწყობს ცნობადობის გაზრდას არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. კომპანიის იდეოლოგია თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ქართულ იდენტობას, შესაბამისად, ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია მხოლოდ ბუნებრივია ბიოგრაფისგან. ამ გზით, კომპანია მადლიერებას გამოხატავს ისტორიული და კულტურული წარსულის შემოქმედების მიმართ, რადგან მათი საშუალებით შევძელით შეგვექმნა ბიოგრაფის ფილოსოფია.
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი“ ბაზარზე 2023 წლის მაისში გამოჩნდა და მომხმარებელს ორ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს სთავაზობს. ,,საკენი“ - რომელიც მდებარეობს ვაჟა ფშაველას #25-ში და ,,მატიანი“ - წერეთლის გამზირი #45. კომპანიას სჯერა, რომ საკენისა და მატიანის საშუალებით ქალაქს ახალ სიცოცხლეს მისცემს და თბილისის ურბანულ განვითარებაში ღირსეულ როლს შეასრულებს.