მოზაიკა გვაკავშირებს

გაზაფხულის ქუჩა N10

ლოკაციის ისტორია

„ბიოგრაფი“ აცოცხლებს ისტორიებს. 

ის, რაც გვახსოვს, ჩვენთან ერთად ცოცხლობს.


პროექტი „მოზაიკა“ საბურთალოზე, დელისის მიმდებარედ შენდება. სიტყვა „დელისის“
ეტიმოლოგიის მიხედვით, ტერიტორიის თავდაპირველი სახელწოდება „გდელისი“ იყო,
რაც გრძელ, დაჭაობებულ ადგილს აღნიშნავდა. დროთა განმავლობაში კი მივიღეთ ტოპონიმი - დელისი. რაც შეეხება საბურთალოს, მე-19 საუკუნეში გაჩენილი ტერიტორია ძველად ვრცელი ველი იყო, სადაც სპორტული ასპარეზობები, მათ შორის ბურთაობაც იმართებოდა - სწორედ აქედან მომდინარეობს უბნის სახელწოდებაც. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, საბურთალოს ტერიტორიაზე ადრე გაშენებული იყო ბაღები, რომლებიც მდინარე ვერედან გამოყვანილი არხით ირწყვებოდა. საბურთალო თბილისს 1917 წელს შემოუერთდა და მალევე დაიწყო მისი ქალაქური განაშენიანება. XX საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში კი საბურთალოზე უკვე თბილისის პირველი საცხოვრებელი მასივი გაჩნდა.

საფასადე მასალა

პროექტი საბურთალოზე, გაზაფხულის ქუჩა No10-ში შენდება, რეკრეაციული ზონის მიმდებარედ. საფასადე მასალად გამოყენებული ხის ტექსტურის მქონე ალუმინის კომპოზიტური საჩრდილობლები და ალუმინის ენერგოეფექტური ვიტრაჟული
სისტემა შენობის არქიტექტურას გარემოსთან ორგანულად აერთიანებს. ამ ტიპის მასალები ხასიათდება მაღალი ენერგოეფექტურობით, მექანიკური სიმტკიცით, გარემო პირობების მიმართ გამძლეობითა და ფერის ხანგრძლივი შენარჩუნებით.

მაღალი ხარისხის, რუხი ფერის ალუმინის კარ-ფანჯრები და მინის აივნის მოაჯირები
ჰარმონიულად ერწყმის საერთო არქიტექტურულ კონცეფციას და აგვირგვინებს ფასადის
თანამედროვე, დახვეწილ იერსახეს.

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.