პროექტის აღწერა
მატიანი - მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, თბილისის უძველეს უბანში, დიდუბეში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, აკაკი წერეთლის #45-ში მდებარეობს.
პროექტის მიმდებარე ტერიტორიას განსაკუთრებულად მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც თამარ მეფის ეპოქას უკავშირდება. კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც მეფე თამარმა იქორწინა.
მატიანის მიმდებარედ, საფეხმავლო მანძილზე მდებარეობს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები: დინამოს სტადიონი, დიდუბის პანთეონი, მუშთაიდის ბაღი, ცენტრალური რკინიგზის სადგური, სავაჭრო და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა საბავშვო ბაღები, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები.
საზოგადოებრივი ტრანპორტის მისაწვდომობის კუთხით საცხოვრებელი კომპლექსი მაქსიმალურად ხელსაყრელად არის დაკავშირებული როგორც მეტროსთან, ასევე ავტობუსის გაჩერებებთან, კერძოდ კომპლექსი მეტრო სადგურ წერეთლიდან 4 წუთი საფეხმავლო დისნტანციაზე მდებარეობს.
წერეთლის გამზირის რეაბილატაციის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და კეთილმოწყობილი საჯარო სივრცეებით სარგებლობა, რომელიც უნივერსალური ურბანული დიზაინის პრინციპებით არის დაგეგმარებული, ამ უბანში ცხოვრებას მეტად მიმზიდველს და კომფორტულს გახდის.
მატიანი, რომელიც აგრძელებს 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციის პრინციპს, თანამედროვე არიქიტექტურის გამომხატველი კიდევ ერთი ახალი და ინოვაციური პროექტია ბიოგრაფი ლივინგისგან, რომელიც დიდუბის რაიონის ურბანული კონტექსტის განვითარებას შეუწყობს ხელს და გახდება მიზიდულობის ცენტრი განახლებულ წერეთლის გამზირზე. პროექტში გამოყენებული იქნება ენერგო ეფექტური ექსტერიერის და ინტერიერის მასალები. შენობაში განთავსდება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის საჭირო ობიექტები: ფიტნეს დარბაზი, საცურაო აუზი, ესთეტიკური ცენტრი, პადელის კორტი, კაფეები და სხვა.
ჯანსაღი ურბანული გარემოს და ცხოვრების წესის წახალისების მიზნით, კომპლექსში მოეწყობა ეკომეგობრული სატრანსპორტო საშუალებების საპარკინგე სივრცე და ელექტრო ავტომობილებისთვის განკუთვნილი დამტენი მოწყობილობები.

მრავალფუნქციურობა
მატიანი 31 სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია რომელიც შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე. სამივე მათგანს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი და ლობი. პროექტის განსაკუთრებულობა მდგომარეობს გონივრულ გეგმარებაში, სწორად განაწილებულ სივრცეებსა და უახლეს ტენდენციებში.
მატიანი ორგანულად აერთიანებს მრავალ საჭირო ობიექტს საცხოვრებელ გარემოსთან და ქმნის ერთიან სისტემას, რაც დიდი უპირატესობაა ჩვენს ყოველდღიურობაში.
საცხოვრებელი კომპლექსის შიდა პერიმეტრზე განთავსებული მაღაზიები, კაფე-ბარები, ესთეტიკური და ფიტნეს ცენტრი, საცურაო აუზი, პადელის კორტი, ჰიპერმარკეტი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები უზრუნველყოფს გამორჩეულად ცოცხალ გარემოს, ხოლო გარე პერიმეტრის სრულად ადაპტურობა ქმნის ერთიან, ურბანულ ჰარმონიას.
ადგილის უპირატესობები
ცენტრალური გამზირი
მეტროსთან სიახლოვე
დინამოს სტადიონი
სკოლები და საბავშვო ბაღები
სამედიცინო ობიექტები
საგამოფენო სივრცე ექსპო ჯორჯია
მუშტაიდის ბაღი
თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური
ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება
მატიანი ენერგოეფექტური პროექტია, თანამედროვე სტანდარტებით განხორციელებული თბოსაიზოლაციო სამუშაოები უზრუნველყოფს კომუნალური ხარჯების შემცირებას.
გარდა თბოიზოლაციისა, პროექტში გამოყენებული ხმის საიზოლაციო სისტემები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს განსაკუთრებულ კომფორტულ და მშვიდ საცხოვრებელ გარემოს.
მატიანი სრულად აკმაყოფილებს, სეისმომედეგობის თვალსაზრისით, ქვეყანაში დადგენილ სტანდარტს, ხოლო კონსტრუქციის მდგრადობის გარანტიაა კლდოვან ქანებზე დაფუძნებული ხიმინჯოვანი საძირკველი.
წამყვან კომპანიებთან კოლაბორაცია უსაფრთხოებისა და ხარისხის კუთხით:
ზოგადი საინჟინრო უსაფრთხოება - საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი Meinhart
აკუსტიკური დაგეგმარება და ნორმების დაცვა - კომპანია Acustico
ფასადის ინჟინერია - გერმანული კომპანია NBK
საფასადე მასალა

მატიანი გამორჩეული და დახვეწილი პროექტია, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საფასადე მასალას.
31-სართულიანი კომპლექსის კომერციული ნაწილის ფასადი მოპირკეთდება იტალიური ტერაკოტით, ხოლო ზედა საცხოვრებელი სივრცის აივნებზე გამოყენებული იქნება ალუმინის კომპოზიტური მასალა, რაც მდგრადობასთან ერთად, პროექტს გამორჩერულ იერსახეს სძენს.
ორივე საფასადე მასალა გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით. ტერაკოტას მთავარი უპირატესობა არის მდგრადობა ტემპერატურასა და ულტრაიისფერ გამოსხივებაზე, იგი მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, ხოლო ალუმინის კომპოზიტური მასალა ხასიათდება განსაკუთრებული სიმტკიცით გარე ფაქტორების მიმართ, აკავებს ვიბრაციას და ტერაკოტას მსგავსად დიდი ხნის განმავლობაში არ კარგავს იერსახეს.
შანტანის დასრულების შემდგომი სერვისები
ბიოგრაფი ლივინგი, როგორც დეველოპერული კომპანია, პროექტის დასრულების შემდგომ აგრძელებს მიმდინარე საკითხების აქტიურ მენეჯმენტს, რათა საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო იყოს მუდმივად დაცული, მოვლილი, დროთა განმავლობაში წარმოქმნილი საჭიროებები თუ პრობლემები კი წარმატებით გადაჭრილი.
· რეგულარული დასუფთავების სერვისი
· გამწვანება და მებაღეობა
· აუზის მოვლა
· სახანძრო სისტემის მომსახურება
· ელექტროგენერატორის მართვა-მომსახურება
· საერთო სივრცეების, სადარბაზოებისა და ლიფტების მოვლა
· წყლის რეზერვუარების მონიტორინგი
· 24 საათიანი უსაფრთხოების ინსპექტირება
· კონსიერჟის სერვისები
· საზოგადოებასთან კომუნიკაციის მენეჯერი
ჩაბარების ვადა და პირობები
· მშენებლობის ხანგრძლივობა - 3 წელი
· მშენებლობის დასრულება - 2027 წელი
· კონდინცია - მწვანე კარკასი.
უკან
