ლოკაციის ისტორია
„ბიოგრაფი“ აცოცხლებს ისტორიებს. ის, რაც გვახსოვს, ჩვენთან ერთად ცოცხლობს.
ორთაჭალა ძველი თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული უბანია, სადაც, სანამ XX საუკუნეში მტკვრის სანაპიროები გამაგრდებოდა და მდინარის კალაპოტი კედლებს შორის მოექცეოდა, თბილისსა და მის შემოგარენში რამდენიმე კუნძული არსებობდა. მათ შორის იყო კუნძული „ორთაჭალა“, რომელიც მდებარეობდა აბანოთუბნის ქვევით. ვახუშტი ბაგრატიონს ორთაჭალა თბილისის 1735 წლის გეგმაზე აღნიშნული აქვს როგორც „კრწანისის ბაღი“. ალბათ იმიტომ, რომ ორთაჭალა სოფელ კრწანისს ეკუთვნოდა. იგი მტკვრის ძირითად კალაპოტსა და მის მარჯვენა ტოტს შორის იყო მოქცეული. სახელწოდებაც მდებარეობით უნდა აიხსნას - ორთა (წყალს) შორის მდებარე ჭალა. ორთაჭალის კუნძული დაფარული იყო ლამაზად მოწყობილი ბაღებით, რომლებიც ერთმანეთისგან პატარ-პატარა, ვიწრო ქუჩებით იყო გამიჯნული.
საფასადე მასალა
პროექტ „დაირას“ მოსაპირკეთებელი მასალები კომპლექსურად არის შერჩეული თანამედროვე არქიტექტურისა და ფუნქციის გათვალისწინებით. პედესტალი შეფუთულია ალუმინის გაფართოებული ბადით, რომელიც ასრულებს დეკორატიულ და ჰაერგამტარ ფუნქციას. საცხოვრებელი ბლოკის საფასადე მასალად გამოყენებულია ფიბროცემენტის ფილები, რომლებიც გამოირჩევა სიმტკიცით, ამინდისადმი მდგრადობითა და ხანძარმედეგობით. ასევე, ალუმინის ბაგეტები, რომლებიც დეკორატიულ და საჩრდილობელ ფუნქციას ასრულებს. ფერების გრადაცია კი ამსუბუქებს შენობას და არქიტექტურულად დინამიკურს ხდის. დამატებით მასალად გამოყენებულია ალუმინის კომპოზიტური პანელი, რომელიც პროექტს სძენს თანამედროვე და დახვეწილ ვიზუალს.
სამშენებლო მასალები
„დაირაში“ გამოიყენება უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და დაცულია
უსაფრთხოების ყველა სტანდარტი. პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
თანამედროვე საიზოლაციო სისტემებს. ბინების სრული თბო და ხმის იზოლაცია უზრუნველყოფს საცხოვრებელი სიმყუდროვის შენარჩუნებას, იცავს სივრცეს გარე ხმაურისგან და ქმნის მშვიდ, პრივატულ, გარემოს.
ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან კომპანიებთან:
- Meinhardt, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი - ზოგადი საინჟინრო უსაფრთხოება;
- Acustico - აკუსტიკური დაგეგმარება და ნორმების დაცვა.
უკან
