ბარე

ნიკო ლომოურის ქ. N3
აღმოაჩინე ბარე

ლოკაციის ისტორია

„ბიოგრაფი“ აცოცხლებს ისტორიებს. ის, რაც გვახსოვს, ჩვენთან ერთად ცოცხლობს.

ავლაბარი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია, რომელიც მდებარეობს რიყეს, ჩუღურეთს, ელიასა და ნავთლუღს შორის. სიტყვა „ავლაბარი“ XIV საუკუნეში დამკვიდრდა. ავლაბრის მთავარი უბნები იყო სოღდებილი და მეტეხი. XVIII საუკუნეში ავლაბარი ორი გალავნით იყო გარშემორტყმული. კალა-თბილისსა და ავლაბარს
შუა მტკვარზე უძველესი დროიდან გადებული იყო მეტეხის ანუ ავლაბრის ხიდი. ნიკო ლომოურის ქუჩა, რომელიც ქედის შესახვევიდან კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩამდე გადის, თბილისის ნაწილი XIX საუკუნიდანაა, ხოლო ნიკო ლომოურის სახელი მას 1923 წელს ეწოდა.


სიტყვა „ბარე“ ნიშნავს სანგარს, ზღუდეს, გალავანს. მაშასადამე, სახელწოდება „ავლაბარი“ გალავნის იქითა მიდამოს, ანუ გარეუბანს ნიშნავს. 1828 წელს ავლაბრის მოედანი იხსენიება როგორც კახეთის მოედანი, რადგან ამ გზით მოდიოდა ღვინო კახეთიდან თბილისში. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ავლაბარში შემორჩენილია სასახლე „საჩინო“, რომელიც XVIII საუკუნის 70-იან წლებში დედოფალმა დარეჯანმა ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯთან ააშენა. ასევე დღემდე შემორჩენილია ფორაქიშვილის დარბაზი, რომელიც ძველი თბილისის ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს. „ბარე“ - პროექტი, რომელიც იქმნება პროგრესის
აუცილებლობისა და ახალი სიცოცხლის იდეით.

პროექტის ლოგოტიპში გამოყენებულია სიმბოლოები:

  •   მოაჯირი - დარეჯან დედოფლის სასახლე „საჩინოს“ აივნის დეტალი;
  •   გალავანი - XVIII საუკუნეში მთელ ავლაბარს გარს ერტყა გალავანი;
  •   ღვინის დოქი - ავლაბრის მოედანი მოიხსენიება როგორც კახეთის მოედანი.



საფასადე მასალა

„ბარე“ გამორჩეული პროექტია, რომლის არქიტექტურულ იერსახეს საფასადე მასალები
განსაზღვრავს. ფასადის მოპირკეთებაში გამოყენებულია მაღალი ხარისხის ბუნებრივი მასალები, რაც უზრუნველყოფს როგორც გამძლეობას, ასევე ესთეტიკას და ჰარმონიულად ერწყმის ისტორიულ არქიტექტურულ სტილს. პირველ სართულზე გამოყენებულია ბუნებრივი გრანიტი, რომელიც გამოირჩევა მაღალი მდგრადობით ტენიანობისა და მექანიკური ზემოქმედების მიმართ, რაც იდეალურია ინტენსიური გამოყენების ზონებისთვის. შენობის საცხოვრებელი ნაწილი მოპირკეთებულია ბუნებრივი აგურით, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალურ თბოიზოლაციას და ქმნის
ვიზუალურად მყუდრო და კლასიკურ იერსახეს.


სამშენებლო მასალები

„ბარეში“ გამოიყენება უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და დაცულია
უსაფრთხოების ყველა სტანდარტი. პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
თანამედროვე საიზოლაციო სისტემებს. ბინების სრული თბო და ხმის იზოლაცია უზრუნველყოფს საცხოვრებელი სიმყუდროვის შენარჩუნებას, იცავს სივრცეს გარე ხმაურისგან და ქმნის მშვიდ, პრივატულ გარემოს.


ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან კომპანიებთან:

  •  Meinhardt, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი - ზოგადი საინჟინრო უსაფრთხოება;
  •  Acustico - აკუსტიკური დაგეგმარება და ნორმების დაცვა.


ჩაბარების ვადა და პირობები

„ბარეში“ თქვენზე მორგებული, მოქნილი

გადახდის პირობებია:

  • შიდა განვადება პირველადი შენატანის გარეშე;
  • ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში;
  • მშენებლობის დასრულება - 2027 წელი;
  • ბინის ჩაბარების კონდიცია - მწვანე კარკასი.


ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქიების პოლიტიკას.